ეკა ბესელია – დისკუსიის თემაა, ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდეს, თუ მხოლოდ – ნაწილის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა სექტემბერში, სასესიო ფორმტაში გადაინაცვლებს.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, არის საკითხები, რაზეც მმართველ გუნდში ყველა თანხმდება. მისივე თქმით, კვლავ დასაზუსტებელია საკითხი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების ოდენობებს ეხება. ასევე დისკუსიის თემაა, ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდეს, თუ მხოლოდ – ნაწილის.

“ნარკოპოლიტიკის თემაზე ინიცირებული კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა დასრულების ეტაპზეა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სექტემბერში შემაჯამებელ სხდომას გამართავს, რითაც კომიტეტის დონეზე მოსაზრებების შეჯერება დასრულდება და საბოლოოდ, ჩვენი პოზიციაც დაფიქსირდება. სექტემბრიდან როცა სესიები დაიწყება, შესაძლებელი იქნება სესიის ფარგლებში დისკუსიის განახლება. პრაქტიკულად ძირითადი პრინციპები შეჯერებულია. თუკი რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით დარჩა კითხვები, ინიციატორებს, დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ დისკუსია სასესიო ფორმატში გავაგრძელოთ. ამისთვის მზად ვართ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *