Art-გენი 2018-ის თბილისის ტური 8-15 ივლისს გაიმართება

Art-გენი 2018-ის თბილისის ტური თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8-15 ივლისს გაიმართება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს, მათ შორის იქნება, ჰიპ-ჰოპის დღე. ერთი კვირის მანძილზე დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. ტრადიციულად მოეწყობა ჰამაკების და პუფების ზონა, ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და სხვადასხვა ტიპის კრეატიული სივრცეები.
8 ივლისს თბილისის ტურს ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“ გახსნის. 15 ივლის კი ნიაზ დიასამიძის და „33-ას“ კონცერტით დაიხურება.
წელს პირველად Art-გენ-ზე ჰიპ-ჰოპის დღე გაიმართება. Art-გენის მაყურებელს ტრადიციულად ელოდება „სუხიშვილების“ რობი კუხიანიძის, ჯგუფ ფრანის და ჯგუფ ReGGaeon -ს კონცერტები. ასევე უკვე მეორედ Art-გენის სცენა დაეთმობა ჯგუფ Asea Sool-ს .
Art-გენი 2018-მა სტარტი 21 ივნისს რეგიონული ტურნეთი აიღო . Art-გენი წელს საქართველოს 4 რეგიონში – აჭარა, გურია, იმერეთსა და , ლეჩხუმში 9 დღის განმავლობაში მოგზაურობდა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *