ჯონ მაკკეინი აგვისტოს ომის დროს – დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი წლების განმავლობაში ვაშინგტონსა და მსოფლიოში საქართველოს მხარდამჭერი და ლობისტი იყო.
განსაკუთრებული იყო სენატორ მაკკეინის მხარდაჭერა აგვისტოს ომის დროს, როცა ის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე მაღალი ტრიბუნებიდან ხმამაღლა საუბრობდა, მათ შორის მის მიერ იყო ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია აშშ-ს კონგრესში.

საქართველოს შესახებ სენატორ მაკკეინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი იყო 2008 წლის 12 აგვისტოს, ამერიკელ ამომრჩევლებთან ნათქვამი შემდეგი ფრაზა: „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“.

„პატარა ქვეყანა საქართველო რუსეთის მხრიდან თავდასხმის წინაშე დგას, რაც საფრთხეს უქმნის მის არსებობას. ზოგიერთმა ამერიკელმა შეიძლება იკითხოს, თუ სად მდებარეობს საქართველო, თუ რატომ უნდა ვწუხდეთ იმაზე, რაც ხდება იმ შორეულ ადგილას, თუმცა ისტორია ხშირად კეთდება შორეულ ადგილებში. დღეს დილით ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მან იცის, რომ ამერიკელი ხალხი ლოცულობს და მხარს უჭერს მამაც ქართველ ერს, რომელიც დღეს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. მთხოვა, მადლობა გადამეხადა თქვენთვის, მადლობა გადამეხადა იმისთვის, რომ ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს ამ პატარა დემოკრატიას, რომელიც შორსაა ამერიკისგან. მას ვუთხარი, რომ ვიცი, თითოეული ამერიკელის სახელით ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

ჯონ მაკკეინი

ჯონ მაკკეინი

,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *