ჯონ მაკკეინის ოჯახმა დაადასტურა, რომ სენატორის ანდერძის შესაბამისად, დონალდ ტრამპი მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე დაპატიჟებული არ იქნება

სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახმა დაადასტურა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ იქნება დაპატიჟებული ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN ავრცელებს.

აღნიშნული თავად სენატორ მაკკეინის სურვილი იყო, რომელმაც სიკვდილამდე განსაზღვრა იმ პირთა სია, ვინც დაესწრებოდა მის დაკრძალვას. სენატორ მაკკეინის სურვილი იყო ასევე, რომ მისი დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულიყვნენ ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუშ უმცროსი.
„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონია 2 სექტემბერს გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილი სენატორის პრესსამსახური ავრცელებს.

ჯონ მაკკეინის დაკრძალვა ქალაქ ანაპოლისში, მერილენდის შტატში გაიმართება, სადაც აშშ-ს საზღვაო აკადემია მდებარეობს, რომელიც სენატორმა დაამთავრა.
29 აგვისტოს სენატორ ჯონ მაკკეინის სამოქალაქო პანაშვიდი არიზონას შტატის კაპიტოლიუმში გაიმართება, 30 აგვისტოს – ბაპტისტურ ეკლესიაში, 31 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ს კაპიტოლიუმში, ხოლო 1-ელ სექტემბერს ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში.

სენატორი ჯონ მაკკეინი გუშინ, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ტვინის სიმსივნე ჰქონდა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *