შიგ ლუჟნიკებზე” – ამ მაისურით წაიყვანს რუსეთიდან მატჩს ქართველი ჟურნალისტი

 

პირველი არხის ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში ახდენილ ოცნებაზე წერს.

ის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს სტადიონიდან წაიყვანს. ჩემპიონატი რუსეთში ტარდება და ბავშვობის ოცნების ასრულების გამო, ჟურნალისტს ეს ფაქტი არ გამორჩენია.

ზურაბიშვილმა მაისური სპეციალურად დააპრინტინა წარწერით “20% of my country is occupied by russia. სწორედ ამ მაისურით წაიყვანს ის მატჩს

“შიგ ლუჟნიკებზე 🙂

დღეს კიდევ ერთი ოცნება ამიხდება. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი სტადიონიდან უნდა წავიყვანო. ამაზე მთელი ბავშობა ვოცნებობდი და ძალიან მადლიერი ვარ რომ ასეთი შესაძლებლობა მეძლევა. გაუღიმეთ სამყაროს და ისიც გაგიღემებთ თქვენ!

ყველაფერთან ერთად ჩემი საყვარელი გუნდი თამაშობს ფინალში და ოცნება სრულყოფილად რომ ახდეს, იმედია ფრანგები აწევენ თასს! 🙂 ერთი ის არის, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანაში იმართება ჩემპიონატი. ფინალიც მოსკოვშია და ეს დიდად სასიამოვნო არ არის, მაგრამ რას ვიზამთ. ანა ბოჭოიძის ძალიან კარგი დიზაინი დავპრინტე მაისურზე, ჩავიცვი და ასე ვაფიქსირებ ჩემ სამოქალაქო პოზიციას. Live with love and represent the real!,” – წერს გიორგი ზურაბიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *