ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო ტურისტები არიან ჩარჩენილი

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე- 15 კილომეტრთან, ჩამოშლილი მიწის მასის გამო ტურისტები არიან ჩარჩენილი და გადადგილებას ვერ ახერხებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, ტერიტორიაზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები იმისთვის, რომ ავტომობილებმა გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ტურისტი ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე- 15 კილომეტრთან მანქანებით არიან ჩარჩენილიები.

„ფაშაველი-აბანო-ომალოს 28-ე კილომეტრთან, რომელიც უღელტეხილამდე მდებარეობს, მიწის საკმაოდ მოზრდილი მასა ჩამოიშალა. ასევე მიწის მასა ჩამოშლილია ფაშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-15 კილომეტრთან. ტურისტები ამ ჩამონაშალი მასის მიმდებარედ არიან გაჩერებული. რამდენი ტურისტია, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა შექმნილი ვითარების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მოსახვევებშიც არის მცირეოდენი ჩამონაშალი. ტურისტები მანქანებით არიან ჩარჩენილი, ისინი სატელეფონო ხაზზე არიან იმ ადამიანებთან, ვინც გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. მიმდინარეობს გზის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. გზა რამდენიმე საათში გაიწმინდება, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ შეგვიშლის ხელს“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *