სოფელ კარალეთთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორის რაიონში, სოფელ კარალეთთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც მძღოლი და ორი მგზავრი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი 58 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე პირი კი, საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *