სალომე ზურაბიშვილი – ომი დაიწყო არა 2008 წელს, არამედ გასული საუკუნის დასაწყისში, 2008 წლის აგვისტო იყო ერთ-ერთი საომარი მოქმედება, რომელიც დაიწყო სააკაშვილმა

ომი დაიწყო არა 2008 წელს, არამედ გასული საუკუნის დასაწყისში. ომი არ გაჩერებულა რუსეთთან და 2008 წლის აგვისტო იყო ერთ-ერთი საომარი მოქმედება, რომელიც დაიწყო სააკაშვილმა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს სააკაშვილის ბრალია და მას პასუხი უნდა მოეთხოვოს.

„ომი დაიწყო არა 2008 წელს, არამედ გასული საუკუნის დასაწყისში. ომი არ გაჩერებულა რუსეთთან და ეს იყო ერთ-ერთი საომარი მოქმედება, რომელიც დაიწყო სააკაშვილმა. ეს ჩემი ბრალი არ არის, ეს სააკაშვილის ბრალია და მას უნდა ვთხოვოთ ამაზე პასუხი. დანარჩენი არის საკმაოდ სასაცილო. ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ? ვინ დაიწყო ომი, ვინ დაიწყო პროვოკაციები… ეს იყო მუდმივი. 2004 წელს ვიყავი მინისტრი და ვიცი როგორ შემოდიოდნენ მაშინაც როკის გვირაბიდან. ერთხელ შუაღამესაც დამიბარეს. ეს ყველაფერი, რომ არ ვიცოდე როგორც ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, საკმაოდ სასაცილო იქნებოდა. მე თავის მართლების ფორმატში ამ თემაზე არასდროს ვიქნები. ძალიან მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ თემით ცდილობენ ნიშნის მოგებით მელაპარაკონ. ვინც გაყიდა საქართველოს მთავარი რესურსები რუსეთზე, ვინც ომის შემდეგ 2 თვეში გადასცა ენგურჰესის მმართველობა რუსეთს, მათ უნდა გასცენ პასუხი, თუ რა მოხდა კოდორში და ა.შ. ეს ყველაფერი არის ის პასუხები, რომელიც საქართველოს აქვს უფლება მიიღოს, რათა მომავალში არც ერთმა ხელისუფლებამ არ ჩააყენოს ასეთ მდგომარეობაში ქვეყანა. გაცხადებული არის ვითომ ანტირუსული პროპაგანდა, თუმცა რეალობაში და პრაქტიკაში არის რუსეთისთვის ხელშეწყობა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *