რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ამერიკული ელექტრონული ტექნიკის ბოიკოტირებას ვაპირებთ – ამერიკას iPhone აქვს, თუმცა Samsung-იც ხომ არსებობს

ამერიკას iPhone აქვს, თუმცა Samsung-იც ხომ არსებობს, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. თურქეთის ლიდერის განცხადებით, თურქეთი ამერიკული ელექტრონული პროდუქციისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს.
„ამერიკა ეკონომიკური თვალსაზრისით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩინეთს, რუსეთს, ირანსა და ევროპასაც კი ესხმის თავს. კანადასაც კი გადასწვდნენ. თუმცა, ჩვენს წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს. ჩვენ ამერიკული ელექტრონული ტექნიკის ბოიკოტირებას ვაპირებთ. ამერიკას iPhone აქვს, თუმცა Samsung-იც ხომ არსებობს“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა ამერიკელი პასტორის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კაშირშია ბრალდებული. აშშ-მ თურქეთის იუსტიციისა და შს მინისტრებს სანქციები დაუწესა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *