რენდი შუნამენი – მაკკეინი საქართველოს ერთგული ბოლომდე დარჩა

სენატორმა მაკკეინმა ერთხელ თქვა, რომ საქართველოს მიმართ მისი ერთგულება არ განისაზღვრება იმით, თუ რომელი ლიდერი თუ პარტიაახელისუფლებაში და დასძინა, რომ მისთვის მთავარი ისაა, თუ რა არის კარგი საქართველოს სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის, – ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას რენდი შუნემანმა განუცხადა, რომელიც გარდაცვლილ სენატორ ჯონ მაკკეინთან წლების განმავლობაში მუშაობდა.

რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საუბრისას რენდი შუნემანი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ჯონ მაკკეინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არა მხოლოდ საქართველოს სიყვარულის გამო ზრუნავდა, არამედ იმიტომაც, რომ ევროპაში სამხედრო ძალით საზღვრის შეცვლა მთელ მსოფლიოზე იქონიებდა უარყოფით გავლენას.

„პრეზიდენტ სააკაშვილთან

ს ნამდვილად ჰქონდა ახლო ურთიერთობა და აფასებდა რეფორმებს, რომლებიც მან გაატარა. თუმცა, კარგად ესმოდა ისიც, რომ ზოგიერთი რეფორმის ტემპი უნდა დაჩქარებულიყო, ზოგიერთი უფრო ღრმად უნდა გატარებულიყო და ზოგ შემთხვევაში, სხვა მიმართულებით წასულიყო. მაკკეინს ასევე კარგად ესმოდა, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი მეზობელი ჰყავდა. ის ამ მეზობელზე ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდა და ამბობდა იმას, თუ როგორ ვნებდა ის საქართველოს. ამას კი იმიტომ აკეთებდა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ადარდებდა და რუსეთის აგრესია აწუხებდა და არა იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უპირობო მხარდაჭერას აძლევდა.

სენატორმა მაკკეინმა ერთხელ თქვა, რომ საქართველოს მიმართ მისი ერთგულება არ განისაზღვრება იმით, თუ რომელი ლიდერი თუ პარტიაა ხელისუფლებაში და დასძინა, რომ მისთვის მთავარი ისაა, თუ რა არის კარგი საქართველოს სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის.

სენატორი მაკკეინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არა მხოლოდ საქართველოს სიყვარულის გამო ზრუნავდა, არამედ იმიტომაც, რომ ევროპაში სამხედრო ძალით საზღვრის შეცვლა მთელ მსოფლიოზე იქონიებდა უარყოფით გავლენას. სენატორ მაკკეინს ამ პრინციპის მტკიცედ სჯეროდა,” – განაცხადა რენდი შუნემანმა.

ჯონ მაკკეინი

ჯონ მაკკეინი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *