პრემიერ-მინისტრი მართლმადიდებლებს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს

საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ამავე დროს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომ ყველა მორწმუნე ადამიანმა და ყველა მოქალაქემ სწორედ ეს გზა უნდა აირჩიოს – ქრისტესმიერი სწავლების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიონის საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა სრულიად საქართველოს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღევანდელი დღე თითოეული ქართველისთვის არის განსაკუთრებული დღე და დღეს ჩვენი მრავალეთნიკური ერი ამ დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ამავე დროს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომ ყველა მორწმუნე ადამიანმა და ყველა მოქალაქემ სწორედ ეს გზა უნდა აირჩიოს – ქრისტესმიერი სწავლების. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. მე მინდა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს მარიამობა ცხინვალსა და სოხუმში. განსაკუთრებული სითბოთი მინდა მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი”, – განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *