პრემიერი ხვალ 6 რეგიონში ახალ გუბერნატორებს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ახალ გუბერნატორებს 6 რეგიონში ხვალ წარადგენს. გუბერნატორების წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზე გაიმართება.
5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან გასულ თვეში გაათავისუფლეს. კერძოდ, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ: შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორები. გუბერნატორი არ ჰყავს ასევე იმერეთსაც, მას შემდეგ, რაც გივი ჭიჭინაძე შუალედურ არჩევნებში პარლამენტის დეპუტატი გახდა.

,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *