პოეტ დავით მაღრაძის წიგნი „ნაფეხურები წყალზე“ Amazon.com-ზე გამოჩნდა

პოეტ დავით მაღრაძის ამერიკული წიგნი Footprints on Water („ნაფეხურები წყალზე“) 10 ივლისიდან Amazon.com-ზე გამოჩნდა. მისი შეძენა საიტზე 19.99 დოლარად არის შესაძლებელი.
როგორც დავით მაღრაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული წიგნის პირველი პრეზენტაცია ნიუ-იორკში, წიგნის მაღაზიის Barnes and Noble-ის ისტორიულ შენობაში, 2289 Broadway -ზე გაიმართება. პოეტის ინფორმაციით, მასსა და უმსხვილეს ამერიკულ გამომცემლობა „Rare Bird Books“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც გამომცემლობა წიგნის პოპულარიზაციას უზრუნველყოფს.
როგორც გამომცემლობა „Rare Bird Books“ – ის პრეზიდენტმა ტაისონ კორნელმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, დავით მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია 50-ვე შტატში იგეგმება.

„შეიძლება ითქვას, უპრეცენდენტო ამბავია, რომ ასეთი მსხვილი ამერიკული გამომცემლობა ქართველი პოეტით დაინტერესდა. წიგნს ჰქვია “ნაფეხურები წყალზე“ და მასში დაბეჭდილია ორი პოემა – “ჯაკომო პონტი“ და „შენთვის“, ასევე სხვადასხვა ლექსები. ნიუ-იორკში გამართულ პრეზენტაციას დაინტერესებული პირები, პოეზიის მოყვარულები, ლიტერატორები, კრიტიკოსები და ჟურნალისტები დაესწრებიან,“ – განაცხადა დავით მაღრაძემ.

დათო მაღრაძე

დათო.მაღრაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *