პატრიარქი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის დედა მთელი მსოფლიოსი და განსაკუთრებულად ჩვენი მფარველი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის დედა მთელი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით მფარველია ჩვენი, რადგან საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაული წირვის დარულების შემდეგ ქადაგებისას განაცხდა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ღვთისმშობლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს უდიდესი დღესასწაულია.
ტაძარში მსახურებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ესწრებოდნენ.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – მარიამობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გადასვლა ამ მიწიერი ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის დედა მთელი მსოფლიოსი და განსაკუთრებულად ჩვენი მფარველი, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. ჩვენ შევთხოვთ მას, რომ თავისი წყალობა არ მოაკლოს საქართველოს“, – აღნიშნა პატრიარქმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ამბიონზე მიიწვია პრემიერი, რომელმაც საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.

ილია მეორე

ილია მეორე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *