ნინო ლომჯარია – პრეზიდენტის მხრიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების პროცესს ჰქონდა სრული მხარდაჭერა, სამწუხაროა, რომ მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

სამოქალაქო საზოგადოება, სახალხო დამცველი, მხარს უჭერდა დაესახელებინა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა და ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

“პრეზიდენტთან შეხვედრაზე დავაფიქსირე და დღესაც ვიმეორებ, რომ პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რათა მომხდარიყო კონსენსუსი ან კანდიდატურის დასახელება. პრეზიდენტის მხრიდან კანდიდატურის დასახელების პროცესს ჰქონდა სრული მხარდაჭერა პრეზიდენტთან შეხვედრაზე შეკრებილი საზოგადოების მხრიდან. მნიშვნელოვანი იყო მიგვეღწია გარკვეული შეთანხმებისთვის. სამოქალაქო საზოგადოება, სახალხო დამცველი, ყველა იქ შეკრებილი პირი მხარს უჭერდა დაესახელებინა კანდიდატურა პრეზიდენტს. ძალიან ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება”,- განაცხადა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *