მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს

მტკვარში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დილით მოხდა.

„ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, რომ მტკვარში მოქალაქის ცხედარი იყო. მაშველებმა 60-65 წლის ქალის ცხედარი წყლიდან უკვე ამოიყვანეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალი დაახლოებით 08:00 საათისთვის გადახტა მტკვარში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან სწრაფი რეაგირება მოხდა, მაგრამ მაშველების მისვლისას უკვე გარდაცვლილი იყო,“ – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *