მოჰამად ჯავად ზარიფი – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომლის მიზანიც ირანში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომლის მიზანიც ირანში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაა. ამის შესახებ ზარიფმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„65 წლის წინ აშშ-მ მოსადიყის სახალხო დემოკრატიული მთავრობა გადააყენა, დიქტატურა აღადგინა და ირანელები მომდევნო 25 წლით დაიმორჩილა. ახლა ამ საინიციატივო ჯგუფს იმავეს გაკეთება სურს – ზეწოლის, დეზინფორმაციისა და დემაგოგიის საშუალებით. მათ არაფერი გამოუვათ“, – წერს მოჰამად ჯავად ზარიფი.

16 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ირანის მიმართულებით იმუშავებს. ირანთან ურთიერთობის საკითხებში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ბრაიან ჰუკი იქნება.

,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *