მარტვილსა და თბილისში სპეცტექნიკა გამოჩნდა

“კურიერის” ონლაინ სტუდიან მარტვილის რაიონიდან გამოუგზავნეს ვიდეომასალა,  რომელშიც სპეციალური დანიშნულების რაზმები, სპეცტექნიკასთან ერთად არიან დაფიქსირებულნი.

ცოტა ხნის წინ კი “კურიერის” კორესპონდენტმა, ონლაინ სტუდიას ფოტომასალა მიაწოდა, რომელიც თბილისში, თემქაზეა გადაღებული. ეს უკვე სპეცტექნიკის თბილისსში დაფიქსირების, მეორე შემთხვევაა.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭავლსატყორცნი მანქანები გვიან ღამით გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს “კურიერის” ონლაინ სტუდია მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს. მოქალაქეებს აქვთ საშუალება დარეკონ “კურიერის” ცხელ ხაზზე, კერძოდ 20-11-11-ზე და ასევე გამოაგზავნონ ნებისმიერი ფოტო ან ვიდეომასალა, რომელშიც თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევები იქნება ასახული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *