მამუკა მდინარაძე – გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ იმყოფება

ავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტი მმართველი გუნდის კანდიდატს ელოდება, რომ ამის შემდეგ გადაწყვიტოს იყაროს თუ არა კენჭი არჩევნებში.
„როგორც ჩანს, მარგველაშვილი რეალურად წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ იმყოფება. სინამდვილეში პოლიტიკური კურიოზია ის, რომ ამ თემაზე თვითონ მარგველაშვილი ლაპარაკობს. ჩვენ არაერთი ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელთაგან შეიძლება დავასახელოთ ნებისმიერი, რომელიც იქნება უალტერნატივო და სწორედ ეს უალტერნატივობა აშინებს პრეზიდენტს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, იყაროს თუ არა კენჭი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არა მხოლოდ გამოძახილია, არამედ თვითონვე ამბობს, რომ ჯერ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ელოდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს შეიძლება იყაროს თუ არა კენჭი“, –განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხად, რომ პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს.

“არჩევნებთან დაკავშირებით ერთი სერიოზული კომპონენტია, “ქართული ოცნება“ კანდიდატს ვერ ასახელებს. ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია ჩემს მიერ კანდიდატურის დასახელება-არდასახელების საკითხი. პროცესს რომ ვაკვირდები, პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პოლიტიკური ძალა კანდიდატს ვერ ასახელებს. იცით რატომ ვერ ასახელებს? იმის გამო, რასაც 5 წელიწადი პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ აკეთებდნენ. ეს იყო შეურაცხყოფის, დაკნინების, პოლიტიკური შანტაჟის, პროპაგანდის ზღვა, რომელიც ააზვირთეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *