მამუკა ბახტაძე – ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რომ არავინ ისარგებლოს ბოროტად ვიზალიბერალიზაციით, ამ ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარით

ზაფხულის თვეებში იანვართან შედარებით გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 70%-ით არის შემცირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება.

„ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ვიზალიბერალიზაცია არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი და ამ მონაპოვარს ძალიან ვუფრთხილდებით. თუ ჩვენ შევადარებთ იანვრის სტატისტიკას ზაფხულის თვეებთან, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია დაახლოებით 70%-ით. ეს არის ძალიან კარგი პროგრესი. ორი ქვეყნის შესაბამის სამსახურებსა და უწყებებს შორის არის ძალიან კარგი კოორდინაცია. სწორედ აქედან გამომდინარე, ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რომ არავინ ისარგებლოს ბოროტად ამ ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარით, რომელიც მთელ ქართველ ხალხს ეკუთვნის“, – განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *