ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა, ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია და ახალი კერების გაჩენის საშიშროება აღარ არის.
შეგახსენებთ, რომ ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი 4 დღის წინ გაჩნდა.
ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე ასევე მთელი რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მუშაობდნენ თბილისის, შიდა ქართლის და იმერეთის მეხანძრე-მაშველებიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *