კახა კალაძე – რამდენიმე თვეში სრული სურათი გვექნება, გვჭირდება თუ არა საერთოდ ყვითელი მიკროავტობუსები

რამდენიმე თვეში სრული სურათი გვექნება, თუ როგორი უნდა იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორ უნდა მოდიოდეს კვეთაში ავტობუსები მეტროსთან მიმართებაში, თუნდაც ყვითელ მიკროავტობუსებთან მიმართებაში, გვჭირდება თუ არა საერთოდ ყვითელი მიკროავტობუსები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისებთან საუბრისას განაცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ შესაბამისი კითხვის პასუხად დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ყვითელ მიკროავტობუსებთან მიმართებით კვლევის შედეგების დადებას ელოდებიან, რის შემდეგაც განისაზღვრება მასთან დაკავშირებული ხედვა. თბილისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქალაქის საჭიროებას მორგებული სატრანსპორტო სისტემა, რაც მისი წინასაარჩევნო დაპირების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა.

„ყვითელ მიკროავტობუსებთან დაკავშირებით ჩვენ ველოდებით კვლევის შედეგებს, რომ გვქონდეს სრული სურათი, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მასთან დაკავშირებით. სატრანსპორტო მასტერპლანის კვლევა დაწყებულია და რამდენიმე თვეში სრული სურათი გვექნება, თუ როგორი უნდა იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორ უნდა მოდიოდეს კვეთაში ავტობუსები მეტროსთან მიმართებაში, თუნდაც ყვითელ მიკროავტობუსებთან მიმართებაში, გვჭირდება თუ არა საერთოდ ყვითელი მიკროავტობუსები და ა.შ. როდესაც კვლევა გვექნება, შემდეგ უკვე მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება და ამასაც გავაცნობთ მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *