ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ტრამპის მიერ იმის ზეიმი, რომ თურქეთს, ნატო-ს მოკავშირეს, ეკონომიკური ზიანი მიაყენა, სამარცხვინოა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთთან მიმართებაში ქმედებების გამო დაგმო. ამის შესახებ ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ტრამპის მიერ იმის ზეიმი, რომ თურქეთს, ნატო-ს მოკავშირეს, ეკონომიკური ზიანი მიაყენა, სამარცხვინოა. აშშ-მა უარი უნდა თქვას სანქციებისა და დაშინებისადმი თავის მიდრეკილებაზე, თორემ მსოფლიო გაერთიანდება, რათა ისინი აიძულონ ეს გააკეთონ. საუბარი არაა მხოლოდ სიტყვიერ გაკიცხვაზე. ჩვენ წარსულშიც მხარს ვუჭერდით ჩვენს მეზობლებს და ახლაც იგივეს გავაკეთებთ“, – დაწერა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარასთან დიპლომატიური კონფლიქტის ფონზე, რამაც ქვეყნის ეროვნული ვალუტის – ლირას გაუფასურება გამოიწვია, თურქულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფის გაორმაგების შესახებ განაცხადა.

„სულ ახლახან დავრთე ნება გაორმაგებულიყო ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე თურქეთის პატივისცემის გამო, რადგან მისი ვალუტა, თურქული ლირა ეცემა ჩვენს ძალიან ძლიერ დოლართან მიმართებაში! ალუმინი ამიერიდან იქნება 20 %, ფოლადი – 50%. ამ დროისთვის ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან არც თუ ძალიან კარგია!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *