ირაკლი კობახიძე – რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უნდა იყოს გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვი

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უნდა იყოს გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სასტუმრო „რუმსში“, „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე – „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეკონომიკაში“ განაცხადა.

ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

„პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ მდგომარეობის შესახებ, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე – როგორც აფხაზეთში, ასევე ყოფილ სამხრეთ ოსეთში. ეს უნდა იყოს გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი საერთშორისო პარტნიორებისათვის. დარწმუნებული ვართ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და თანადგომით ამ ჩვენი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას შევძლებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობა.

„ჩვენი მთავარი საგარეო პრიორიტეტი – ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, დაფუძნებულია იგივე ღირებულებებზე, რომელზეც აგებულია ჩვენი საშინაო პოლიტიკა. ეს არის ჩვენი ისტორიული და ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *