ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო იმის გაცხადება, რომ ის ელოდება, როდის მიიწურება მისი საპრეზიდენტო ვადა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან იყო თანამშრომლობის მზადყოფნა, თუმცა პრეზიდენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რაც ასევე შეფასდა ყველას მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მორიგი შემთხვევა, როცა ყველამ უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის ნაბიჯი.

“აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ სურათი არის ნათელი და შეფასება არ სჭირდება. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, არაერთხელ ვთქვით, რომ ველოდებოდით მის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და ამის შემდეგ მივიღებდით გადაწყვეტილებას მასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან იყო თანამშრომლობის მზადყოფნა, თუმცა პრეზიდენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რაც ასევე შეფასდა ყველას მხრიდან. პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო იმის გაცხადება, რომ ის ელოდება საპრეზიდენტო არჩევნებს და ელოდება, როდის მიიწურება მისი საპრეზიდენტო ვადა. ეს ნაბიჯი ალბათ, ამას ნიშნავდა”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *