ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე – თუ სადმე არის კონკრეტული გადაცდომა, ამაზე ცესკოს რეაგირება მართებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დამკვირვებლების მიერ გაკეთებული შეფასებები დადებითი იქნება.
როგორც კობახიძე აცხადებს, მმართველი გუნდი მიჩვეულია, რომ ცესკოს მიმართ ოპოზიციის კრიტიკა წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურდება.

„ჩვენი ოპონენტები თავს იზღვევენ არჩევნების წინ და იწყებენ ცესკოს კრიტიკას, ზოგადად, საარჩევნო პროცესების კრიტიკას. ამას ჩვენ მიჩვეული ვართ, მთავარია, როგორი შედეგები დაიდება პარტნიორების მიერ, როცა დასრულდება საარჩევნო პროცესი. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ეს შეფასებები დადებითი იქნება“,- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცესკო შესაბამისად მოახდენს რეაგირებას, თუ ამის საჭიროება იქნება.

„მთავარია, რომ სისტემური პრობლემა არ არსებობს, თუ არის სადმე კონკრეტული გადაცდომა, ამაზე, რა თქმა უნდა, რეაგირება მართებს ცესკოს, თუ არის სამართალდარღვევა ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება“,- აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ აუდიომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს აკომპლექტებს. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ჩანაწერებში ჩანს, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზეა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კრწანისის კომისიის კურატორთან.

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *