ირაკლი კობახიძე – დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა ის იქნება, რომ ჩვენს შემომწირველებს მოვუწოდებთ, თანხები მის მიერ შექმნილი ფონდისკენ მიმართონ

ჩვენი მხარდაჭერა დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ ის იქნება, რომ ჩვენს შემომწირველებს მოვუწოდებთ, ის თანხები, რაც მმართველი გუნდისთვის ჰქონდათ განკუთვნილი, დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ შექმნილი ფონდისკენ მიმართონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი ნახავს საპრეზიდენტო კანდიდატების საბოლოო სიას და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის დაუჭიროს მხარი.

„პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება 9 სექტემბერს და პოლიტსაბჭო იმსჯელებს კანდიდატთან დაკავშირებით. შაბათ დღეს, 6 საათამდე დასრულდება კანდიდატების წარდგენა. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება საშუალება გადავხედოთ კანდიდატების სიას და მხარი დავუჭიროთ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს. ჩვენი მხარდაჭერა იქნება ფართო, მათ შორის ჩვენი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას იმ ღონისძიებებში, რომელიც დაიგეგმება. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, იქნება მოწოდება შემომწირველების მიმართ, რომ ის ფინანსები, რომელიც მიემართებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, წარიმართოს სწორედ დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ შექმნილ ფონდში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მეორე ტურის მოლოდინს, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რეალობიდან გამომდინარე დიდი გადახრა წინა არჩევნებიდან გამომდინარე არ იქნება, „ამიტომ მეორე ტური მოსალოდნელი არ არის“.

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *