ირაკლი კობახიძე – არ არის აუცილებელი, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობდნენ პრივილეგიებით გადამხდელების ხარჯზე

ჩემი ინიციატივაა, რომ არ არის აუცილებელი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობდნენ პრივილეგიებით გადამხდელების ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ექს პრეზიდენტისთვის სახელმწიფო დაცვის გაუქმების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩემი პირადი პოზიცია იყო, რომ შესაცვლელია ეს და არ შეიძლება გადასახადის გადამხდელის ხარჯზე ასეთი პრივილეგიებით სარგებლობდნენ მაღალჩინოსნები. ეს უნდა გავრცელდეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეზე, ასევე ყოფილ პრემიერებზე და პრეზიდენტებზე. ეს იყო ჩემი კერძო ინიციატივა. მე დავიწყე ამაზე საუბარი. ამ პოზიციას იზიარებს უმრავლესობაც, რომ არ არის სწორი ყოფილი მაღალი თანამდებობის მქონე პირები სარგებლობდნენ მატერიალური პრივილეგიებით გადამხდელის ხარჯზე. ეს არაფერში არ არის საჭირო. კონკრეტული ადამიანები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *