ზაზა სარალიძე შსს-დან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით, მიზეზი ემოციური ფონი და მაღალი წნევა გახდა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, არის ის, რომ როდესაც აქ მოვედი, ზაზა სარალიძე იყო მძიმე მდგომარეობაში. მას აქვს ემოციური ფონი და გარდა ამისა, ის მთელი დღის განმავლობაში საკვების გარეშე იმყოფებოდა, რამაც შაქრის ძალიან მაღალი დონე და მაღალი წნევა გამოიწვია. შესაბამისად, საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა”,- აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ.

“ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მე როდესაც მოვედი, უკვე მიმდინარეობდა შემოყვანის პროცედურები. თავად ზაზა სარალიძის თქმით, მან მოითხოვა, რომ ადვოკატი დასწრებოდა შემოყვანის პროცედურებს, თუმცა მე არ დამასწრეს”- აღნიშნა მან.

ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *