ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 20-დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს

ვარკეთილში 8 აგვისტოს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, 41 წლის გია ფეიქრიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ც.გ-ა, რომელიც მიმალვაში იყო და სამართალდამცველები მას მომხდარი მკვლელობის შემდეგ 20 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბრალდებული ც.გ 29 წლისაა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ვარკეთილში 8 აგვისტოს, საღამოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის 25-ე კორპუსის სადარბაზოში მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით 41 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ასევე, დაჭრა 48 წლის მამაკაცი, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა ჩაუტარდა.

პოლიცია

პოლიცია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *