დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარიხუანას მოხმარების საკითხზე – საკონსტიტუციო სასამართლო გასაუქმებელია – ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ერის ღალატი

ვფიქრობ, გასაუქმებელია საერთოდ საკონსტიტუციო სასამართლო, – ამის შესახებ კიკეთის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მარიხუანას მოხმარების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება ოთხი მოსამართლე, თავისი გაუგებარი ლოგიკით, 4 მილიონი მოქალაქის ნებას უგულვებელყოფდეს.

„მოსალოდნელი იყო მსგავსი რამ ნაბიჯები. ჩვენ უარესსაც ველოდებით. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ერის ღალატი. იმ სტატისტიკური მონაცემებით, რა ცნობიერებაც არსებობს ნარკოტიკებთან, ნარკოტიკების ზიანთან დაკავშირებით ჩვენს ახალგაზრდებში, ასეთი დაშვება, ასეთი გაიოლება ამ საკითხისა მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს“, – განუცხადა „იმედს“ ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *