გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ტელეფონში გოგონასთვის გადაღებული ფოტოები აღმოაჩნდა

გორის მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგის, მერი მამისთვალოვის განცხადებით, გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 33 წლის მამაკაცს ტელეფონში გოგონასთვის გადაღებული ფოტოები აღმოაჩნდა.

„გადაუღია ბავშვისთვის სურათები, როგორც ჩანს, სანამ ქუჩაზე მოძრაობდა“, – განაცხადა პედაგოგმა.

მერი მამისთვალოვისთვის უცნობია რა გახდა გოგონას მკვლელობის მიზეზი.

მისივე თქმით, ბავშვის ბებიასგან მოისმინა, რომ გოგონას კისერზე სიწითლე აღენიშნება.

გორში 8 წლის გოგონა გუშინ გაუჩინარდა, რომელიც რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცია დაკავებული, რომელიც გოგონას მეზობელი სახლის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *