“გვცემეს ხელკეტებით, გვირტყამდნენ წიხლებს, ერთ-ერთს პისტოლეტის ტარიც ჩაარტყეს” – ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე დაშავებული საუბრობს

ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციაზე –

ახალქალაქი

ახალქალაქი

გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრებს თავს ქართული ოცნების აქტივისტები დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სასტიკადაა ნაცემი ოპოზიციის 4 წევრი. ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და ის რეანომობილით თბილისში გადაჰყავთ.

ახალქალაქში მოძრაობა ძალა ერთობაშიას ოფისში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პერიმეტრზე შეინიშნებოდა სისხლის კვალიც.

დაპირისპირებისას დაშავებული ყველა პირი საავადმყოფოში იმყოფება,  ერთ-ერთმა მათგანმა კურიერთან მომხდარი დეტალებზე ისაუბრა.

მიშა აღბალიანი ამბობს, რომ თავდამსხმელები ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან და ისინი, ხელეკეტების გარდა, ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული.

„ოთხი მანქანით მოვარდნენ, 20-ზე მეტი ადამიანი იყო. გვცემეს სასტიკად, დაგვყარეს ძირს და გაიქცნენ. ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. მე ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო კომისიაში, გუშინ მოვითხოვეთ დოკუმენტების გაცნობა, რადგანაც ვწერდით საჩივრებს. თუმცა, ამის უფლება არ მოგვცეს. მოგვიანებით კიდევ დავწერეთ საჩივარი, ეს არ მოეწონათ და ფიზიკურად გაგვისწორდნენ. გვცემეს ხელკეტებით, გვირტყამდნენ წიხლებს. ერთ-ერთს პისტოლეტის ტარიც ჩაარტყეს. ნაცემია ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი, აშოტ რაისიანი. ის საავადმყოფოშია. სცემეს შტაბის სხვა წევრებსაც, ყველას აღენიშნება ტვინის შერყევა, ერთ-ერთს ჩამტვრეული აქვს სახის ძვლები,“ – ამბობს გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრი, მიშა აღბალიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *