„ბადაგონის“ ბრენდში ჩინელი პარტნიორები საწყის ეტაპზე 30 მილიონამდე ინვესტიციის ჩადების ვალდებულებას იღებენ!

ჩინეთში, ქალაქ თიენძინში „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ და „ბადაგონის“ პარტნიორი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელმა ლუ ჟუნგმინგმა ხელი მოაწერეს გრანდიოზულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საწყის ეტაპზე 30 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას ბადაგონის ბრენდის განვითარების საქმეში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება ბადაგონის ქართული კულტურის ცენტრების, ბადაგონის პრემიუმ კლასის შოუ რუმებისა და ბრენდის წარმომადგენლობითი ცენტრების გახსნა ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში, რაც საგრძნობლად გაზრდის როგორც ბადაგონის, ასევე მთლიანად ქართული ღვინის ცნობადობას და რეალიზაციას ამ უზარმაზარ ბაზარზე.
InterPressNews.Geუნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პროექტი აქამდე არცერთი ქართული კომპანიისათვის არ განხორციელებულა ჩინეთის ბაზარზე. უფრო მეტიც, ამ გრანდიოზული პროექტის რეალიზება უკვე დაწყებულია – „ბადაგონის“ ჩინელი პარტნიორის მიერ დღეისათვის უკვე გახსნილია 5 ქართული კულტურის ცენტრი სახელწოდებით „ბადაგონი“ ქალაქებში ლექინგ, ტაიძოუ, თიენძინი, დატონგი და სხვა.
პროექტის დამტკიცებისა და ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ კომპანია “ბადაგონის“ დამუძნებელი გიორგი სალაყაია, „ბადაგონის“ ჩინელი პარტნიორი ლუ ჟუნგმინგი, ჩინეთის ხელოვნების საერთაშორისო მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ჩინეთის კულტურის სფეროს საპატიო წარმომადგენლები, ჩინური წამყვანი მედია არხების ჟურნალისტები და სხვა საპატიო სტუმრები. “ბადაგონის“ დამუძნებელმა გიორგი სალაყაიამ და „ბადაგონის“ ჩინელმა პარტნიორმა ოფიციალური სიტყვა წარმოთქვეს. გიორგი სალაყაიამ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს საერთაშორისო მეღვინეობაში, როგორც ღვინის მსოფლიო აკვანს, ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგიას, რომელიც 2013 წლიდან იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია და ბადაგონის უდიდეს პასუხისმგებლობას ამ უნიკალური სიმდიდრის მსოფლიოს წინაშე ღირსეულად წარდგენის საქმეში. ბადაგონის ჩინელმა პარტნიორმა სიამაყით აღნიშნა ბადაგონთან თანამშრომლობის უპირატესობების შესახებ. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ბადაგონი“ ღვინოს ქმნის საკუთარ ვენახებში მოყვანილი ვაზის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან, აქვს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეღვინეობა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში და ჰყავს მსოფლიო დონის ენოლოგი, რაც ერთობლიობაში „ბადაგონის“ ღვინოების მაღალი ხარისხის გარანტია.

„ჩვენ მზად ვართ ჩავდოთ ინვესტიცია ისეთ ხარისხიან ბრენდში, როგორიც „ბადაგონია“ და გავაცნოთ ჩინელ ხალხს ქართული კულტურა და საუკეთესო ქართული ღვინო“ – განაცხადა ლუ ჟუნგმინგმა.

ბადაგონი

ბადაგონი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *