არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ფლორიდაში, გასართობი კომპლექსის ტერიტორიაზე ცეცხლი კიბერსპორტის შეჯიბრში წარუმატებელი გამოსვლის გამო გახსნა

აშშ-ში, ქალაქ ჯექსონვილში ლიკვიდირებული მსროლელის ვინაობა ცნობილია, ის 24 წლის დევიდ კაცია. ამის შესახებ ადგილობრივმა შერიფმა მაიკ უილიამსმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დევიდ კაცი ჯექსონვილში მიმდინარე კიბერსპორტის შეჯიბრის მონაწილე იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დევიდ კაცის აგრესია კიბერსპორტის შეჯიბრში წარუმატებელმა გამოსვლამ გამოიწვია.

აშშ-ში, ფლორიდას შტატში, ქალაქ ჯექსონვილში გასართობი კომპლექსის ტერიტორიაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.

თავდამსხმელმა თავი მოიკლა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *