არსებული ინფორმაციით, გორში მოკლული 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე 14 წლის წინ, 11 წლის ბიჭის გატაცების საქმეში ფიგურირებდა.

არსებული ინფორმაციით, გორში მოკლული 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე 14 წლის წინ, 11 წლის ბიჭის გატაცების საქმეში ფიგურირებდა.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭის დედამ, ხათუნა ბერძნიშვილმა განუცხადა, იაგო ნებიერიძე მაშინ მათთან ავტოფარეხში მუშაობდა.

„ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში, თქვენ შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მივიტანეთ მასზე. მუშაობდა ჩვენს ავტოფარეხში, ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა. თუმცა, სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე,“ – აცხადებს ხათუნა ბერძნიშვილი.

გაუჩინარებული ბიჭის დედა ამბობს, რომ 14 წლის წინ მომხდარი ფაქტი დღემდე გამოუძიებელია.

„ძალიან ბევრი ვიარეთ, სხვადასხვა ინსტანციებში, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა. დღეს კი, საერთოდ არ ვიცით, ამ საქმეს რა ბედი ეწია. ჩემი შვილი კი არ ჩანს. 20 სექტემბერს 25 წლის უნდა გამხდარიყო,“ – ამბობს ხათუნა ბერძნიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *