არმაზ ახვლედიანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ოფიციალურად დაასახელა

არმაზ ახვლედიანი

არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალურად დაასახელა. ახვლედიანის კანდიდატურა ექვსმა პარტიამ წარადგინა: “თავისუფალი დემოკრატები”, შენების მოძრაობა”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “დემოკრატიული მოძრაობა”, “თავისუფალი საქართველო”.

ამ თემაზე შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მასში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების წარმომადგენლები მსჯელობდნენ.

ამ დროისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურად თორნიკე რიჟვაძე “ქართული ოცნების” წევრებმა წარუდგინეს.

,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *