ავთანდილ ხურციძის დედა – ჩემი შვილი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ამბობდა, რომ ყველაზე ცუდ ვარიანტში ერთ წელს მიუსჯიდნენ, ჩვენი მილოდინი არ გამართლდა

ჩემი შვილის უდანაშაულობაში ეჭვი ახლაც არ მეპარება, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ქართველი მოკრივის დედამ მაყვალა ხურციძემ.

სპორტსმენის ოჯახის წევრებისთვის ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

„ჩემი შვილის უდანაშაულობაში ეჭვი არ მეპარება, თვითონაც ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ამბობდა, რომ ყველაზე ცუდ ვარიანტში ერთ წელს მიუსჯიდნენ. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა“ , – განაცხადა ავთანდილ ხურციძის დედამ.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სხვა პირებთან ერთად დააკავეს. ქართველი მოკრივე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *